25 ნოემბერი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის საღამო.
თენგიზ არჩვაძე _ 100 –ზე მეტი კინო როლი და არაერთი დასამახსოვრებელი სახე თეატრის წინაშე. მისი ეკრანული სახეები გამოირჩევიან მხატვრული დამაჯერებლობით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი და ღრმა სულიერი ცხოვრებით.
თენგიზ არჩვაძის მონაწილეობით მაყურებლისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავია ისეთი ფილმები, როგორიცაა: "კეთილი ადამიანები","დათა თუთაშხია", "ვედრება", "ხევისბერი გოჩა", "დიდოსტატის მარჯვენა", "წიგნი ფიცისა" და სხვა.
ასევე ცნობილი და მნიშვნელოვანია მსახიობის თეატრალური როლები. მათ შორის განსაკუთრებულია შემდეგი სპექტაკლები: "რიჩარდ III ", "ფსკერზე", "ესკადრის დაღუპვა", "წიწამური", "მარინე", "დაჭრილი არწივი", "ტაიფუნი" "მუმლი მუხასა", "ორი ფერი" და ა.შ.
თენგიზ არჩვაძეს აქვს საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდება. ის ასევე არის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეანტი.