22 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ქ. თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის საიუბილეო გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა გაგრძელდება 26 ნოემბრამდე.