შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“
შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“
2019 წლის 11 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და ორგანიზებით საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა, – „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“. გამომსვლელთა მიერ აღინიშნა რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მეტად მნიშვნელოვანი მონაპოვარია და აუცილებელია მისი დაცვა, მაგრამ ამავდროულად დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების სახელით ბილწსიწტყვაობის, აგრესიის, შეურაცხყოფის და ცილისწამების გავრცელება, მით უმეტეს მასმედიით. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტარები, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
Last Updated (Saturday, 20 April 2019 16:40)