სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“

 

2019 წლის 2-3 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“. მასში მონაწილეობა მიიღო 120 -ზე მეტმა  მოსწავლემ. მონაწილეებს დასაწერად გადაეცათ თავისუფალი თემები. სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მოსწავლეები. მეორე ეტაპის შედეგად, მოხდება თემების გადარჩევა და გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები მესამე ეტაპისთვის, რომელიც ჩატარდება კონფერენციის სახით, სადაც კონკურსანტები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. წლის ბოლოს კი კონფერენციის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო თემები გამოქვეყნდება წიგნის სახით.

 

Last Updated (Friday, 05 April 2019 14:24)

 

 SemoqmedebiTi