კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
26 მარტს „ბეგი არტ-სტუდიოს“ ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
ექსპოზიციაზე მონაწილეობდნენ 4-დან -16 წლამდე ასაკის, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები.
გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა ივერთუბანში არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებს მოხმარდებათ.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე მოადგილე ნიკოლოზ წიკლაურთან ერთად დაესწრო . გამოფენაზე შეძენილი ნახატები გამგეობის შენობაში გამოიფინა.
Last Updated (Friday, 05 April 2019 14:12)