16 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) მოეწყო მერი კოპალიანი - ლაცაბიძის წიგნის ,,იცი, რომ მკურნალი ვარ?!" წარდგინება.
ქალბატონი მერის წიგნში შეხვდებით პატარ-პატარა მოთხრობებს და ჩანახატებს. ყოველი მათგანი რაღაცას გვასწავლის, სიკეთის კეთებისკენ მოგვიწოდებს და ხალხური მკურნალობის საშუალებებს გვამცნობს.