14 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ცნობილი ქართველი მხატვარ-ფერმწერის შარაბ (ბიჭი) ხოჭოლავას პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები, ასევე გამოფენილია ხატები.
გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრამდე.