9 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა სიონის სამრევლო სკოლასთან არსებული იაპონური ხელოვნების _ ორიგამის სკოლის მოსწავლეთა პერსონალური გამოფენა, რომელიც  13 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ორიგამი არის ქაღალდის ხელოვნება, რომელიც წარმოიშვა იაპონიაში. მისი ისტორია იწყება VIII საუკუნიდან, გრძელდება დღემდე. ძველ იაპონიაში მიიჩნეოდა რომ  პიროვნება, რომელიც კარგად დაეუფლებოდა ორიგამის ხელოვნებას, განათლებული ადამიანი იყო. 

ორიგამის სკოლა საქართველოში პირველად 2009 წელს გაიხსნა წმ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ სიონის სამრევლო სკოლაში.

 

 SemoqmedebiTi