2017 წლის 22 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნათელა გოხელაშვილის ახალი წიგნის ,,სნაიპერის“ წარდგინება.
წიგნში მხატვრულ-დოკუმენტური ფორმით მოთხრობილია რეალური გმირების საბრძოლო ისტორიები საქართველოს უახლესი წარსულიდან.საღამოს უძღვებოდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.ნათელა გოხელაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ძევერაში. საშუალო სკოლა ამავე სოფელში დაამთავრა. სწავლობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პოეტის პირველი ლექსები და ჩანახატები დაიბეჭდა გაზეთებში: ,,მზეკაბანი“, არჩევანი“, ,,ზვიადის გზა“. გამოცემული აქვს 7 პოეტური კრებული: ,,კოლხი პოსეიდონი“, ,,დიონისოს ძმადნაფიცი“, „ივერიის გაბრწყინება“, „პოეზია“, „თმოგველი“, „საბავშვო მოთხრობები და ლექსები“ და „სნაიპერი“.