საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმების სტუდია „გუთანის“ ახალი კინოპროექტის - „მოუარე საქართველოს“ წარდგინება. 14 ივლისიდან ჟურნალ „კარიბჭესთან“ ერთად სტუდია „გუთანი“ იწყებს მართლმადიდებლური ფილმების ყოველთვიურ გამოცემას DVD დისკებზე. პირველი ფილმი - ,,ქრისტეს დედულეთი" ( ღმერთი, სამშობლო, ადამიანი) უკვე გამოიცა.