კონკურსი "ნახატები ბიბლიურ თემებზე" II ტური
27 ოქტომბერს, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მოეწყო ხატვის დღე. ბავშვებს წაუკითხეს იგავი "მთესველზე", რომლის მიხედვითაც მათ შეასრულეს ნახატები.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსანტების ნამუშევრები.   ბავშვები დალოცა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ.
ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს მიეცათ დავალებები, (7 თემა ძველი და ახალი აღთქმიდან) _ კონკურსის III -ეტაპისთვის.
კონკურსი "ნახატები ბიბლიურ თემებზე" _ მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.
 

 SemoqmedebiTi