ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, წმ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, "ნახატები ბიბლიურ თემებზე" _ კონკურსის ფარგლებში მოეწყობა ხატვის დღე.
მონაწილეობას ღებულობენ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ამ დღეს ბავშვები წმინდა წერილიდან ფრაგმენტებს გააცოცხლებენ.
პროექტი ხორციელდება საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.