საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში - "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" 2022 სასწავლო წლის გამარჯვებულმა (პირველი ადგილი) რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის უფროსი და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდებმა, ხუთდღიანი ტურით (31 აგვისტო - 4 სექტემბერი) იმოგზაურეს კაბადოკიაში.