4  ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში წარედგინა მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნი _ "შავი ჩოხა". საღამოზე მწერალმა მიმოიხილა ახლადგამოცემული წიგნი _"შავი ჩოხა," რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
წიგნში "შავი ჩოხა" როსტომ ჩხეიძე საუბრობს დიდებული პოლიტიკური მოღვაწის  _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზე, რომლის ქარგაზეც აღადგინა მთელი ეპოქა.  წიგნში წარმოდგენილია ქაქუცას შთამბეჭდავი და მონუმენტური პორტრეტი.


რომანტიკული გმირის გოლიათური ხასიათი რაოდენ ძნელი გამოსახატიც უნდა იყოს, ცდა აუცილებელია და ეს ბიოგრაფიული რომანი _ "შავი ჩოხა" _ სწორედ ამას ესწრაფვის, გმირის მღელვარე ცხოვრებას ექსპრესიული  ქარგა გამოუძებნოს და რაინდული სულის ნიშანსვეტად აქციოს.

 

 

 SemoqmedebiTi