კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

 

26 მარტს „ბეგი არტ-სტუდიოს“ ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში  გაიმართა კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების  ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
ექსპოზიციაზე მონაწილეობდნენ  4-დან -16 წლამდე ასაკის, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები.

გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა ივერთუბანში არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებს მოხმარდებათ.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე მოადგილე ნიკოლოზ წიკლაურთან ერთად დაესწრო . გამოფენაზე შეძენილი ნახატები გამგეობის შენობაში გამოიფინა.

 

 

 

Last Updated (Friday, 05 April 2019 14:12)