„ახალგაზრდა ფსიქოლოგთა V ფორუმი“

 

25 მარტს  საპატრიარქოს  ახალგაზრდული  ცენტრის დარბაზში გაიმართა „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა V ფორუმი“.
ფორუმი „დავითიანნის“ ფსიქოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და ცენტრის დაარსების 5 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.
ფორუმზე გაიმართა საქართველოში არსებული სხვადასხვა ფსიქოლოგიის ცენტრის პრეზენტაციები.
დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო კერესელიძის თქმით, ფორუმზე განიხილეს საქართველოში დღეს არსებული ფსიქოლოგიური პრობლემები და გამოწვევები.
„ფორუმის საშუალებით სტუდენტებს მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ საქართველოში წამყვან ფსიქოლოგიურ ცენტრებს და უშუალოდ წარმატებული ფსიქოლოგებისგან მიიღონ რეკომენდაციები,“-განაცხადა ნინო კერესელიძემ.
შეხვედრაზე ორგანიზაციამ წარადგინა თავის სამოქმედო გეგმები, განსხვავებული ხედვები და პერსპექტივები შესთავაზა სტუდენტებს.
კონფერენციის ფარგლებში შეაფასეს მიმდინარე მოვლენები.
ფორუმის დასასრულს ნინო კერესელიძემ ისაუბრა, ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის, პრობლების გადაწყვეტისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
„დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი უკვე მეხუთე წელია ატარებს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ფორუმს, რომლის მთავარი მიზანიც არის მედიაცია მოახდინოს დამწყებ ფსიქოლოგებს და უკვე პროფესიონალებს შორის, მოხარულნი ვართ რომ ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა და ასევე პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვი. დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ხელშეწყობა და სწორედ მთავარ პრიზად გამარჯვებულს და ასევე სხვადასხვა მონაწილეებს გადავეცით დაფინანსებული კურსები, რაც ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო პარტნიორი ფსიქოლოგიის ცენტრების მზაობა შემოგვიერთდნენ და ჩადონ ინვესტიცია განათლებაში“,- განაცხადა ნინო კერესელიძემ.
კონფერენციაზე მოხდა მონაწილეების დაჯილდოვება და გამოვლინდა  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა V ფორუმის გამარჯვებული ანი ცირიკიძე.

 

 

 

Last Updated (Friday, 05 April 2019 14:10)