ნახატები ბიბლიურ თემებზე 2019

 

 

 

 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2019 წლის 29 იანვრიდან აცხადებს კონკურსს
„ნახატები ბიბლიურ თემებზე“
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს  6-დან -18 წლის ჩათვლით. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს  თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი და შეავსოს განაცხადი .                                                       
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  2019 წლის 27 თებერვალი.
კონკურსი მოიცავს სამ ტურს:
I ტური - განაცხადის შემოტანის დროს კონკურსანტს საშინაო დავალების სახით, ნახატების შესასრულებლად, ეძლევა ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან),  რომლის   ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 6 მაისი.  
II ტური - სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე 2019 წლის 16 მაისს მოეწყობა ხატვის დღე: I ტურში გადასული კონკურსანტები შეასრულებენ თითო ნახატს ბიბლიურ თემებზე.  
III ტური - კონკურსანტს კვლავ ეძლევა, საშინაო დავალების სახით, მეორე ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ნოემბერი.
მესამე ტურის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს.
2019 წლის ბოლოს მოეწყობა გამოფენა-დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდებიან სამ ასაკობრივ ჯგუფში I, II, III ადგილის მფლობელები.  საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.
კონკურსის დებულება იხილეთ  ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge
განაცხადებები მიიღება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ დღე 11- დან 18 საათამდე  შაბათ-კვირის გარდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:  595  90 52 58 .          imail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართული.