საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
15 თებერვლის ჩათვლით 
აგრძელებს მოხსენებების მიღებას 
2018-2019 წლის 
სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციისათვის
„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“

 

 

 

პროექტი მოიცავს სამ ეტაპს. 
პირველ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა თემების გამოგზავნა ახალგაზრდული ცენტრის ელექტრუნულ მისამართზე; 
თემების განხილვისა და შეფასების შედეგად მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები გამოცხადდებიან სამების საკათედრო ტაძარში და აქ ჩატარებულ წერით დღეზე დამოუკიდებლად დაწერენ ჩვენს მიერ მიცემულ განსხვავებულ თემას.
პირველი და მეორე თემის შედარება-შეფასების შედეგად დადებითად შეფასებული მოსწავლეები გადადიან მესამე დასკვნით ეტაპზე - კონფერენციაზე, სადაც წარსდგებიან თავდაპირველად გადმოგზავნილი მოხსენებებით.
მოხსენებები მიიღება 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 11.00 დან 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, (ელიას მთა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისამართი - Email: - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
თემები გადმოგზავნილი უნდა იყოს სკოლის ან პედაგოგის პირადი ელექტრონული ფოსტიდან. თუ, რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენგან არ დაგიბრუნდათ თემის რეგისტრაციის ნომერი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე. 
ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს - შრიფტი - acadnusx ; ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; თემაზე მუშაობისას გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი; ასევე მითითებული უნდა იყოს ქალაქის, რაიონის, სოფლის, სკოლის სრული დასახელება; თემის სათაური; თემის ავტორისა და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია - სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერები.
გაითვალისწინეთ, რომ „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ არის კონფერენციის ზოგადი სახელწოდება და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თემის სათაური.
საკონფერენციო ნაშრომი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს:
• სული და გონება - რელიგია და მეცნიერება
• გულისთქმა და ქმედება
• მიუტევებელი მხოლოდ მოუნანიებელი ცოდვაა
• ცოდნა და განათლება
• სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა
• მადლი, როგორც სიცოცხლის ძალა
• ჩვენ ქართველობა ძველთაგან მოგვდევს
• ტრადიცია და პროგრესი
• „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“
• თუკი არ გიყვარს ძმა, რომელსაც ხედავ, როგორ შეიყვარებ ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ (იოანე მოციქული)
• საით მივისწრაფით ახალგაზრდები
• ყოველ დღესა თავსა კითხე - აბა, დღეს მე ვის რა ვარგე
• სინდისი, ღვითის ხმა ადამიანში

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ თავიანთი სურვილით სხვა თავისუფალ თემებზე მუშაობაც
პროექტის კორდინატორი ლელა ბოჭორიშვილი 599 24 88 56 ; 579 33 19 13

Last Updated (Wednesday, 23 January 2019 08:35)