წიგნის - „Facebook-ის სკივრიდან“ წარდგენა

2019 წლის 25 სექტემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის - „Facebook-ის სკივრიდან“ წარდგენა.

წიგნის შექმნის იდეის ავტორი და შემდგენელია პოეტი მარიამ კოზმანაშვილი.

წიგნში შეკრებილია სხვადასხვა ავტორთა სტატუსები, რომლებმაც თავისი შინაარსით მოიპოვეს მოწონება მკითხველთა შორის. ტექსტები ძირითადად ასახავს ავტორთა მიერ განცდილ პირად ან ახლობელთა ტკივილს, ომის შემდგომ განცდებს, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანების განწყობას, მშობლიური კუთხის მონატრებას და ა.შ.