2019 წლის 11 ივნისს სტუდენტური ორგანიზაცია „თაობა XXI საქართველო“ -ს ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა წიგნის წარდგინება, სახელწოდებით: „აფხაზეთი მე ვარ“.

პროექტის „აფხაზეთი მე ვარ“ ავტორი და ხელმძღვანელი: შორენა ჯავაშვილი. წიგნის მთავარი რედაქტორი:რევაზ კობერიძე. წიგნში შესულია ისტორიები ადამიანებისა რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ აფხაზეთში.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ვეტერანთა კავშირის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები.