2019 წლის 7 ივნისს მაჭავარიანთა საგვარეულო კავშირის ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი- წერეთლის, უკვდავი „სულიკოს“ ავტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „მაისის ბულბული“, ასევე  ლერი ალიმონაკის  წიგნის წარდგინება „ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი“. ღონისძიებას უძღვებოდნენ მაჭავარიანთა საგვარეულოს წინამძღოლი თინათინ მაჭავარიანი და ზურაბ მაჭავარიანი.

ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ: ანსამბლი „სამება“, სამედიცინო უნივერსიტეტის ვაჟთა და ქალთა ანსამბლები და ა.შ.

ღონისძიების მიზანია პატივი მივაგოთ ვარინკას ხსოვნას.