2019 წლის 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 101, მერაბ კოსტავას დაბადების 80 და სკოლა-პანსიონის დაფუძნების 10 წლისთავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თექა, ტიხრული მინანქარი, ხის მხატვრული ნაკეთობანი, ეროვნული სამოსი, სახვითი ხელოვნება და სხვ. გამოფენა 28 მაისს დასრულდება.