2019 წლის 13 მაისს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში „ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიისა“ და მასთან არსებული „რელიგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი“ - ის ორგანიზებით ჩატარდა მეოთხე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები. კონფერენციას დაესწრნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები - პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, აგრეთვე მოწვეული სტუმრები. კონფერენციის მონაწილეეებს გადაეცათ სერტიფიკატები.