2019 წლის 26 მარტს „ბეგი არტ-სტუდიოს“ ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა კრწანისის რაიონში მცხოვრები ბავშვების ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ექსპოზიციაზე მონაწილეობდნენ 4-დან -16 წლამდე ასაკის, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები. გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხა ივერთუბანში არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებს მოხმარდებათ. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე მოადგილე ნიკოლოზ წიკლაურთან ერთად დაესწრო . გამოფენაზე შეძენილი ნახატები გამგეობის შენობაში გამოიფინა.