2019 წლის 5 ივნისს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახ. ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "ბავშვის თვალით დანახული ფერები". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები. გამოიფინა მოსწავლეთა 100-ზე მეტი ნამუშევარი.