2019 წლის 30 მაისს საქართველოს საპატრიარქოს, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის ი.ჭავჭავაძის სახ. 23-ე საჯარო სკოლასთან არსებული ელ. ახვლედიანის სახ. სამხატვრო სტუდია „პალიტრას" მოსწავლეთა საზაფხულო გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა 100-მეტი ნამუშევარი. გამოიფინა ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები.