2016 წლის 11 მაისს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ბაზაზე არსებულ სასწავლო-შემეცნებით და შემოქმედებით კონკურსში - „სამეფო გვირგვინი“- მონაწილე მოსწავლეების დაჯილდოება, რომელიც წელს მესამედ ტარდება სრულიად საქართველოს მასშტაბით. კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები, გააძლიეროს მათი ორიენტაცია ქრისტიანულ, ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე, ყურადღება გაამახვილოს ქართველ მეფეთა, ღვთისმსახურთა, წმინდანთა, მხედარდმთავართა, ქართული კულტურის მოღვაწეთა ცხოვრებასა და დამსახურებაზე. კონკურსი ჩატარდება დევიზით - "მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე".
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi