2016 წლის 26 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის ააიპ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა სააღდგომო გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 100-ზე მეტი ნამუშევარი. გამოიფინა ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები, თექის ფარდაგები, კომპოზიციები და სათამაშოები, ასევე ბატიკაში შესრულებული კომპოზიციები.

 

 SemoqmedebiTi