2016 წლის 21 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლ „ლიბუს“ (ხელმძღვანელი თამარ გოგოჭური) საქველმოქმედო სოლო კონცერტი ირაკლი ჭინჭარაულის დასახმარებლად. ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო ირაკლი ჭინჭარაულის ახლახანს გამოცემული წიგნის შეძენა. 24 წლის ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს მოყვა მძიმე ავტოავარიაში, მიიღო ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება და ამჟამად იმყოფება ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზური მდგომარეობით. საღამოზე შესრულდა საგალობლები და ხალხური სიმღერები.

 

 SemoqmedebiTi