2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი წიგნის „ბერის დიადემა“ რუსულენოვანი გამოცემის წარდგინება. წიგნი დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, რომელშიც თავმოყრილია წმინდა გაბრიელ სალოსის მიერ აღვლენილი არაერთი სასწაულის ამსახველი ცნობები და მოთხრობები. წიგნის ქართული ვერსია გამოიცემა 1999 წლიდან და აღნიშნული თარგმანის ავტორია მოსკოვის ლინგვისტური უნივერსიტეტის მაგისტრი კონსტანტინე ცერცვაძე. ღონისძიებას დაესწრნენ: ჯვრის მამის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი იოანე ბარკალაია და მონოზონი სერაფიმა ჭითანავა, რომელთაც მამა გაბრიელის სულიერი ცხოვრების მნიშვნელობასა და წინასწარმეტყველურ უნარზე ისაუბრეს. ასევე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მარია ფილინა, ნათელა ნადიბაიძე, ილონა ძნელაძე, ხატია ხატიაშვილი, მოწვეული სტუმრები რუსეთიდან, პერმიდან, ელენა ჩისტიაკოვა, ალექსანდრა იანოვიჩი და სხვ. სიტყვით გამოვიდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარია ფილინა, რომელმაც წიგნის ლიტერატურულ-ლინგვისტური მხარის უნიკალუროაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წიგნმა დიდი დაინტერესება გამოიწვია რუსეთში და გახდა ერთ-ერთი "შემარიგებელი" და დამაახლოებელი საქართველოსა და რუს მორწმუნეებს შორის. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა რუსულენოვანი მცირე ვიდეოფილმი ღირსი მამა გაბრიელის შესახებ. ფილმში მამა გაბრიელს იხსნებენ: წიგნის ავტორი მონოზონი ეფემია მშვენიერაძე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეუფე ილარიონი (ალფეევი), საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მამა გაბრიელის და - ჯულიეტა, წიგნის მთარგმნელი - კონსტანტინე ცერცვაძე. წიგნის წარდგინებას ასევე ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც განიკურნენ მამა გაბრიელის ძალით .

 

 SemoqmedebiTi