2016 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მხატვარ ნადია რაზმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ნამუშევარი - პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმოტები. ნადია რაზმაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ველისციხეში. დაწყებითი განათლება მიიღო გურჯაანის რ-ნის სოფ . ბაკურციხის საშუალო სკოლაში. სწავლა დაასრულა ქ.თბილისის №51-ე საშუალო სკოლაში. 1963 წ. ჩააბარა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1966 წ. ჩაირიცხა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1972 წელს. 1973 წ-დან 11 წლის მანძილზე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად - შოთა ყავლაშვილთან, IV არქიტექტურული სახელოსნოს უფროს არქიტექტორად. მისი ნამუშევრებია: ქ.თბილისის აეროპორტის ავტოსტრადაზე სკვერი და მოსაცდელი პავილიონი (1977). წინანდალში, ახალ პარკში - პავილიონი (1978) ქ. თბილისში საბჭოსა და ორჯონიკიძის ქუჩებს შორის სკვერი - შადრევანით -80-იანი წ.წ. სავაჭრო ცენტრის კეთილმოწყობა, 80-იანი წლების ქ. თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე მთავარგაზის სამმართველოს კორპუსი. დიდი წვლილი მიუძღვის ძველი თბილისის რესტავრაციის პროექტში. მხატვარი 2003 წელს გარდაიცვალა. მან დაგვიტოვა სიყვარულით და სიცოცხლის სიხარულით გაჯერებული ნატურმორტებისა და პეიზაჟების არაჩვეულებრივი გალერეა. 2004 წლის 24 თებერვალს ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში მოეწყო ნადია რაზმაძის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა. ამით მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

 SemoqmedebiTi