საქველმოქმედო საღამო კოტე ზარნაძის დასახმარებლად

2016 წლის 29 თებერვალს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო კოტე ზარნაძის დასახმარებლად.
კოტე ზარნაძე 23 წლის არის. ის დაავადებულია მწვავე მიელოიდური ლეიკოზით. ოპერაციისათვის მას 40000 დოლარი ესაჭიროება. ახლა იგი მკურნალობს თურქეთში.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ხუციშვილი, ხვიჩა გამცემლიძე, ბადრი მიმინოშვილი, რუსუდან ამირიძე, ანა ჯალალი, რამო კობახიძე, ელენე თათარაიძე, ზეზვა ხარაშვილი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლები - „ლაზარე“ და „იავნანა“.
ღონისძიებას წარუძღვება თამთა კანდელაკი.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრებე თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi