საქველმოქმედო საღამო ირაკლი ჭინჭარაულის დასახმარებლად

2016 წლის 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო ირაკლი ჭინჭარაულის დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები: ზაზა მუხიგულაშვილი, ანა ნოზაძე, ოთარ ფილიანი , თემურ არაბული, გიორგი არაბული, ჯარჯი შუქიაური, თორნიკე თოდრია, დეკა ნაყეური, ბექა ხუციშვილი, ირაკლი ჭიკაიძე, გიორგი ყაულაშვილი, დავით კინწურაშვილი, ბესარიონ ჩანქსელიანი, ხარება მთიელი, ნინო ახალაშვილი, ქეთევან დუღაშვილი, ნათია ფრანგიშვილი, ბექა კეკელია, გიორგი მინჯია, ირაკლი ზუკაკიშვილი, ელენე დოხნაძე, მარიამ კარცივაძე. ასევე, ანსამბლები - „ლაზარე“, „იავნანა“, „ივერთა“ .
24 წლის ირაკლი ჭინჭარაული 9 ნოემბერს მოყვა მძიმე ავტოავარიაში, მიიღო ქალა–ტვინის ურთულესი დაზიანება და ამჟამად იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოს (თბილისის ცენტრალური კლინიკა) რეანიმაციულ განყოფილებაში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ირაკლის ოჯახს.
დაეხმარეთ ირაკლის ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:
ანგარიშსწორების ანგარიში: GE02TB1821136512500017
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: თეონა არდოტელი
ირაკლის დასახმარებლად ჩართულია საქველმოქმედო ნომერი (ზარის ღირებულება 1 ლარი) 0 901 700 340

 

 SemoqmedebiTi