პოეტ იოსებ (სოსო) მაჭარაშვილის ლექსების კრებულის „სულის ანარეკლი“ წარდგინება

2016 წლის 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ იოსებ (სოსო) მაჭარაშვილის ახალი ლექსების კრებულის - „სულის ანარეკლი“ წარდგინება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბატონი იოსების მეგობრები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. საღამოზე პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან ახალი ლექსები წაიკითხა. მის შემოქმედებით მოღვაწეობაზე და ახალი ლექსების კრებულის შესახებ მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

 

 SemoqmedebiTi