ღონისძიება სახელწოდებით – ,,ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად“

2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – ,,ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად“.
ღონისძიებაზე ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ თემები წარადგინეს – გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა ქეთევან–ბაია ბოჭორიშვილმა – „ტაო–კლარჯეთის ისტორია და დღევანდელობა “ და ამავე აკადემიისა და სემინარიის მაგისტრანტმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ – ,,საქართველოს მოწყვეტილი საქართველო“ .
ტაო-კლარჯეთის შესახებ ლექსები წაიკითხა ნიკოლოზ ცხომელიძემ.
საღამოს ესწრებოდნენ სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

 

 SemoqmedebiTi