2017 წლის 19 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება საღვთისმეტყველო კონფერენცია „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტები. მონაწილეობის მსურველთა თემები მიიღება 5 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კორდინატორი: ლელა ბოჭორიშვილი

599 24 88 56





საღვთისმეტყველო კონფერენცია - „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ“ 2016 წ

 

2016 წლის 27 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საღვთისმეტყველო კონფერენცია - „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტები. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). საღვთისმეტყველო კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარიის რექტორმა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) - „ვის შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი წმინდა მამათა სწავლების მიხედვით“; ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ -„ზოგიერთი ლიტურგიკული საკითხის განმარტებისათვის“; მედიცინის დოქტორმა, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა კონსტანტინე გიორგაძე - „მეცნიერების ზნეობრივი ასპექტები“;
თბილისის კლდის უბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა - „ადამიანის არსების სამი ძირითადი მხარე“;
ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგემ თამარ ჩხეიძემ - „სვიმეონ მეტაფრასტის ჰიმნოგრაფიული კანონის „მწუხარე გალობა ღვთისმშობლისა“ ქართული ვერსია“.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა იზოლდა მელიქიშვილმა -„ჯვრის ტიპები ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში”.
გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ლიტურგიკის პედაგოგმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ - „წმინდა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის” საღვთისმეტყველო-ლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი“;
ხელოვნებათმცოდნემ, საზოგადოება „მომლოცველი პილიგრიმის“ ხელმძღვანელმა თინათინ გამცემლიძემ - „ღვთისმშობლის უძველესი ხატები და მიძინების დღესასწაულის ტრადიცია რომში“;
გიორგი მთაწმინდელის სახ. საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ქართული საეკლესიო გალობის პედაგოგმა ნინო ნანეიშვილმა - „ქრისტეს აღდგომის მსახურება ქართულ სამგალობლო პრაქტიკაში“;
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის პედაგოგმა რომან ბლიაძემ - „ქრისტეშობის დღესასწაულის ისტორია“;
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა -„პილიგრიმული ტურიზმი - ახალგაზრდობის სულიერი განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი“.
ისტორიის მაგისტრმა, პედაგოგმა, ლექტორმა (ისტორია, საღვთისმეტყველო საგნები) ტრენერმა მარიამ წკრიალაშვილმა - „დანაშაულის ფსიქო-ემოციური და ზნეობრივი ანალიზი“;
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტმა ირმა ხურცია-ანდრიაძემ - „მასმედიის /ტელევიზიის/ პიროვნებაზე ფსიქოლოგიური გავლენის ეფექტები განწყობის თეორიის თვალსაზრისით“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან შოშიაშვილმა - „მართლმადიდებლური თუ გრიგორიანული ტაძრები თბილისში“;
სააღდგომო და საშობაო საღვთისმეტყველო კონფერენციები ყოველ წელს ჩატარდება აღდგომის დღესასწაულის შემდე და შობის დღესასწაულის წინ. კონფერენციებზე განიხილება რწმენისა და ცოდნის, ქართული საეკლესიო გალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების საკითხები, ასევე, ღვთისმეტყველების აქტუალური და პრაქტიკული საკითხები.

 

 SemoqmedebiTi