ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური კონკურსი ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტთა შორის.მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
გუნდებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
1.გუნდის სახელწოდება.
2.გუნდის წევრთა სია (წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 7).
3.საკონცერტო ნომრები-ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი.
4.50 კითხვა-პასუხი ბიბლიიდან (25 ახალი და 25 ძველი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (წყაროდ მიიღება მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება კაბადოკიაში.
განაცხადები მიიღება 31 მარტის ჩათვლით (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 13:00-18:00 საათამდე. განაცხადი შეიძლება გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მობრძანდეთ ახალგაზრდულ ცენტრში, მისამართი: თბილისი, ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge
საკონტაქტო ნომერი: 598 999 184; 599 248 856

 

 SemoqmedebiTi