საბავშვო წიგნის IV ფესტივალი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი იწყებს საბავშვო წიგნის IV ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას 2016 წლის 15 აპრილამდე.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
მონაწილეობის მსურველმა გამომცემლობებმა უნდა წარმოადგინონ 2014-2015 წელს გამოცემული საბავშვო წიგნები;
ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ზღაპრების კრებული;
საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
საუკეთესო შემეცნებითი წიგნი;
საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა;
საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული;
საუკეთესო საბავშვო წიგნი ხელოვნებაზე;
საუკეთესო ილუსტრაციები;
კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში.
ასევე ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები ელექტრონული სახით,
შრიფტი: Acadnusx, ზომა _ 12, დაშორება _ 1.5. (სასურველია, იყოს სამ ეგზემპლარად)
საუკეთესო ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
მონაწილეობისათვის ავტორებმა და გამომცემლობებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტები საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში და წარმოადგინონ საფესტივალო წიგნები 3 ეგზემპლარად, ყოველდღე 13.00-18.00 საათამდე.
მის.: წმ. ელიას მთა, სამების საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
საბავშვო წიგნის ფესტივალი მოეწყობა აღდგომის შემდეგ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.
T.: (032) 2 45 92 72 მობ. 599 777 455
www.axalgazrdoba.ge
Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" და "საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია"

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi