2016 წლის 1 თებერვალს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრების 38-ე და დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-წარდგინება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლეილა ბაღბაიას მიერ შესრულებული ქართული კალიგრაფიის ნიმუშები (150-მდე ნამუშევარი), ასევე გაიმართა სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გამოცემული წიგნის - ,,უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსას“ წარდგინება. საღამოს უძღვებოდა მუსიკათმცოდნე სვეტლანა ქეცბა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სალომე ცარციძისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლის (ხელმძღვანელი ელენე ცარციძე) მიერ შესრულდა პატრიარქის - „ავე მარია“.

 

 SemoqmedebiTi