2015 წლის 15 ნოემბერს ჯგუფი „ტალანტის“ ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მრევლის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჯგუფი „ტალანტი“ შეიქმნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებისა და მოწოდების: „ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ იდეები და ვიშრომოთ“ საფუძველზე, 2014 წლის 19 იანვარს (ნათლისღებას) თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში. იგი ემსახურება მრევლის დასაქმებას უნარისა და შესაძლებლობის მიხედვით, ნიჭიერი ადამიანების გამოვლენასა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას.

 

 SemoqmedebiTi