2015 წლის 11 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქრისტიანული პოეზიის V ფესტივალის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ მონაწილე გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება და საფესტივალოდ გამოცემული კრებულის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ წარდგინება. ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის - „წმინდა ნინოს ჯვარი“ ორგანიზატორები არიან სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკო“, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და სალიტერატურო ჟურნალი „ოლე“. ფესტივალის ჟიური: ცირა ყურაშვილი, ქეთევან დოლიძე, თამარ ფარჩუკიძე, ზაალ ბოტკოველი, გივი ჩიღვინაძე. მთავარი პრიზის - „წმინდა ნინოს ჯვარის“ ავტორია მარიკა მაჭავარიანი. ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური თანადგომით. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi