წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი
V საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის
დასკვნითი დოკუმენტი


თბილისი-ცაგერი-ლენტეხი
2015 წლის 19-23 ოქტომბერი

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, . კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

V საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), პროფესორ ჟან-კლოდ ლარშეს თანადგომითა და კოორდინირებით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ღვთისმეტყველები, პატროლოგები, ეკლესიის ისტორიკოსები, ფილოლოგები, არქეოლოგები, ანთროპოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) (საქართველოს საპატრიარქო). ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (საქართველოს საპატრიარქო), დეკანოზი ანდრია ლაუთი (დარემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), დეკანოზი ბიძინა გუნია (გელათის მეცნიერებათა აკადემია, საქართველო), იღუმენი დიონისე (შლენოვი) (მოსკოვის სასულიერო აკადემია, რუსეთი), ბრონვენ ნილი (ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტი, ავსტრალია), ივან ხრისტოვი (წმ. კლიმენტი ოხრიდელის სახ. სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბულგარეთი), პეტრე მალკოვი (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ია მელნიკოვა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ნატალია გოლოვნინა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ეთერ ქავთარაძე (. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველო), გიორგი ანდრიაძე (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველო).

მოხსენებები მიეძღვნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კონფერენციის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდა გამარეს, რომელზეც განიხილეს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აღმოჩენილი წმიდა ნაწილების იდენტიფიკაციის საკითხი.

განხილვის შედეგად კონფერენციის მონაწილეები შემდეგ დასკვნებამდე მივიდნენ:

1. VII -ის ბერძნულ პირველწყაროებში, რომლებიც მოგვითხრობენ წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ბოლო პერიოდზე (ანასტასი აპოკრისიარის წერილი თეოდოსი ღანგრელისადმი და თეოდორე სპუდეოსის ჰიპომნესტიკონი - მოსახსემნებელი) პირდაპირ ნათქვამია მისი გადასახლების შესახებ ლაზიკაში (დასავლეთ საქართველო) - ციხე-სიმაგრე სხიმარისში, სადაც იგი აღესრულა.

2. მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველოში არსებობს ადგილობრივი გარდამოცემა წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავის არსებობის შესახებ ცაგერის მახლობლად მურის ციხის ძირში მდებარე მისი სახელობის მონასტერში. ეს სახალხო გარდამოცემა უცვლელად შემონახულია ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე. ის წერილობით დასტურდება XII -ის ქართული დოკუმენტით, რომელიც აღმოაჩინა აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ, აგრეთვე, ფოლკლორული მასალით.

3. 1914 წელს მთელი რიგი გამოჩენილი მეცნიერების მიერ წარმოებული მოსამზადებელი კვლევების შემდეგ წმ. მაქსიმე ამსარებლის მონასტერში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც შეისწავლეს ეკლესიის ირგვლივ მდებარე ტერიტორია. წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილების აღმოჩენა მაშინ არ მოხდა, თუმცა ექსპედიციის მონაწილეებმა საჭიროდ მიიჩნიეს გათხრების გაგრძელება.

4. 2010-2011 წლებში წმ. მაქსიმეს მონასტერში მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია. იმ ადგილას, რომელზეც მიუთითებდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, ეკლესიის წმიდა ტრაპეზის ქვემოთ, აღმოჩნდა ადამიანთა ნეშტები.

5. თანამედროვე სამეცნიერო კვლევებმა (არქეოლოგი რევაზ ხვისტანი და ანთროპოლოგ-პალეოპათოლოგი ვლადიმერ ასლანიშვილი), რომლებიც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, დაადასტურეს ზემოთხსენებული საეკლესიო და ხალხური გარდამოცემა: აღმოჩენილი წმიდა ნაწილები ნამდვილად ეკუთვნის წმ. მაქსიმე აღმსარებელს.

6. უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ გარდამოცემისა და არც ზემოხსენებული მეცნიერული კვლევების შედეგების უარმყოფელი სერიოზული არგუმენტები არ არსებობს.

7. აღმოჩენის მნიშვნელობას მეტად თვალსაჩინოს ხდის ისიც, რომ დღემდე არ არის ცნობილი წმ. მაქსიმეს არავითარი სხვა წმიდა ნაწილი, გარდა მისი მარჯვენა ხელის ნაწილისა, რომელიც ინახება წმ. პავლეს მონასტერში ათონის მთაზე.

8. რამდენადაც შესაძლებელი იყო, დადგინდა, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ერთადერთი ძველი ტაძარი მსოფლიოში არის ცაგერთან მდებარე მონასტერში არსებული ტაძარი. მისი არსებობა ქართულ წყაროში, როგორც მინიმუმ, XII საუკუნიდან ფიქსირდება.

9. დიდია ალბათობაც, რომ წმ. მაქსიმეს წმიდა ნაწილებთან აღმოჩენილი ორი სხვა პირის ნეშტები, შესაძლოა ეკუთვნოდეს მის ორ თანამოღვაწეს წმ. ანასტასი აპოკრისიარს და მის მოწაფეს _ წმ. ანასტასი ბერს. ეს საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს.

აქედან გამომდინარე, კონფერენციის მონაწილენი დარწმუნებულნი არიან, რომ ქართულ ეკლესიაში აღმოჩენილია წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნამდვილი წმიდა ნაწილები.

კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად შეაფასეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა და საჭიროდ მიიჩნიეს წმ. მაქსიმეს ცხოვრებასთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კვლევების გაგრძელება.

ანანია, მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკის

სტეფანე, მთავარეპისკოპოსი ცაგერისა და ლემტეხისა

დეკანოზი ანდრია ლაუთი

დეკანოზი ბიძინა გუნია

იღუმენი დიონისე (შლენოვი)

ბრონვენ ნილი

ივან ხრისტოვი

პეტრე მალკოვი

ია მელნიკოვა

ნატალია გოლოვნინა

ეთერ ქავთარაძე

გიორგი ანდრიაძე

 

 

 SemoqmedebiTi