19-23 ოქტომბერს საქართველოში მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება, რომელიც წმიდა მაქსიმე აღმსარებელს ეძღვნება. საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის. წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი).

 

 

19 ოქტომბერი - ორშაბათი
თბილისი. წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზი

10.00 სთ. - მონაწილეთა რეგისტრაცია
11.00 სთ. - მისალმებები - კონფერენციის გახსნა
13.00 სთ. - შესვენება ყავაზე


კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
I სესია
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა აბაშიძე
16.00 სთ. - 19.00 სთ.


1. რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) (საქართველო)
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლი და თანამედროვე პრობლემატიკა
2. იღუმენი დიონისე (შლენოვი) - მოსკოვის სასულიერო აკადემია
(რუსეთი)
გრძნობის ადგილი წმ. მაქსიმე აღმსარებლის სულიერ სწავლებაში
3. დეკანოზი ბიძინა გუნია - გელათის მეცნიერებათა აკადემია
(საქართველო)
ღვთისმსახურების სახისმეტყველებითი განმარტება წმ. მაქსიმე
აღმსარებლის მიხედვით
4. ეთერ ქავთარაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
(საქართველო)
მასალები წმ. მაქსიმე აღმსარებლის კვლევის ისტორიისათვის


20 ოქტომბერი - სამშაბათი
თბილისი; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
II სესია
სხდომის თავმჯდომარე: სერგო ვარდოსანიძე
11.00 სთ. - 14.00 სთ.


1. მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია
(ჯაფარიძე) (საქართველო)
ლაზიკაში არსებული ეპარქიების საეკლესიო იურისდიქციის საკითხი
2. დეკანოზი ანდრია ლაუთი, დარემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
Νοუς და νόησις წმ. მაქსიმე აღმსარებელთან
3. ბრონვენ ნილი ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ავსტრალია)
წმ. მაქსიმე აღმსარებელი საღმრთო წინასწარმეტყველებისა და
სიზმრების შესახებ
4. დრაგისა ბოჟოვიჩი, მართლმადიდებლური კვლევების
საერთაშორისო ცენტრი (სერბეთი)
წმ. მაქსიმე აღმსარებელი სერბეთის შუა საუკუნეების სულიერებაში


21 ოქტომბერი - ოთხშაბათი
ცაგერი - სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბიბლიოთეკა
III სესია
სხდომის თავმჯდომარე: ბრონვენ ნილი (ავსტრალია)
15.30 სთ. - 18.30 სთ.


1. ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე
(კალაიჯიშვილი) (საქართველო)
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იურისდიქცია წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასთან დაკავშირებული VII საუკუნის წყაროების მიხედვით
2. პეტრე მიხაილოვი, წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური
ჰუმანიტარული
უნივერსიტეტი (რუსეთი)
დრო და მარადისობა წმ. გრიგოლ ნოსელისა და წმ. მაქსიმე
აღმსარებლის ღვთისმეტყველებაში
3. ია მელნიკოვა, წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური
ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (რუსეთი)
ისტორიული კონტექსტი დასავლეთ საქართველოში XX საუკუნის
დასაწყისში, წმ. მაქსიმე აღმსარებლის გადმოსახლებისა და დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პერიოდში
4. გიორგი ანდრიაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია
პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი (საქართველო)
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლი და მისი თანამედროვე ეპოქის
ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები.


22 ოქტომბერი - ხუთშაბათი
ლენტეხი - სამღვდელმთავრო რეზიდენცია
IV სესია
სხდომის თავმჯდომარე დეკანოზი ანდრია ლაუთი
10.00 სთ. - 14.00 სთ.


1. ივან ხრისტოვი, სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
გონების ღვთაებრივი ხელმძღვანელობა ღმრთისა და ადამიანის სინერგიის დროს წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით
2. პეტრე მალკოვი, წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური
ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (რუსეთი)
„სამეუფო გზაზე სვლით...“ (წმ. მაქსიმე აღმსარებლის
ანთროპოლოგიური სწავლების ერთი საკითხის შესახებ)
3. ნატალია გოლოვნინა, წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური
ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (რუსეთი)
წმ. მაქსიმე აღმსარებლის „ასეულები სიყვარულის შესახებ“ და თავების ჟანრის მონაზვნური ლიტერატურა


სოფ. ლასურიაში - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარია
სხდომის თავმჯდომარე: მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
16.00 სთ. - 18.00 სთ.

კონფერენციის შეჯამება და ცენტრის სამომავლო გეგმების დასახვა

23 ოქტომბერი - პარასკევი
თბილისი. წმიდა სამების საკათედრო ტაძარი
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
18.00 სთ - პრესკონფერენცია.

 

 SemoqmedebiTi