2015 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდ ,,ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველოს" ხელშეწყობით, მოეწყო სამი ახალგაზრდა მხატვრის - ტარიელ ჭანტურიას, სოფიო მჭედლიძისა და დავით ქორქიას ნახატების გამოფენა. ასევე, გაიმართა საღამო, სადაც მოწვეულმა ახალგაზრდა მომღერლებმა შეასრულეს ქართული სიმღერები. ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ, გააცნო მათ ფონდის დაარსების მიზანი და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ პედაგოგს საჩუქრად გადასცა ვერცხლის სამაჯურები, წარწერით „ღმერთმა დაგლოცოთ“, რომელზეც ამოტვიფრულია საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ხელმოწერა „ილია II“.

 

 SemoqmedebiTi