ინტელექტუალური  კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

2014-2015 წლის  გამარჯვებული გუნდები

უფროსი ასაკობრივი ჯგუფი

I ადგილი

სენაკის რაიონის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის გუნდი - „ჯვაროსნები“  (27 ქულა).
გუნდის წევრები ხელმძღვანელთან ერთად მოილოცავენ წმინდა მიწას.

II - III ადგილი

 

ქ. რუსთავის ჟიული ჟიული შარტავას სახელობის N4-ე საჯარო სკოლის გუნდი  - „ალილუია“   (26 ქულა);  ქ. თბილისის N191-ე საჯარო სკოლის გუნდი - „სტიქაროსნები“   (24ქულა).
გუნდის წევრები ხელმძღვანელებთან ერთად მოილოცავენ ტაო-კლარჯეთს.

 

IV-VII ადგილები

ხონის ტექნიკური  შემოქმედების გიმნაზიის გუნდი  - „კარიბჭე“  (19 ქულა);  ჩოხატაურის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის გუნდი - „XI ჟამის მუშაკნი“  (17 ქულა);  ლენტეხის რაიონის ჩოლურის თემის საჯარო სკოლის გუნდი - „ჯვარი მძლეველი“ (6 ქულა);  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის გუნდი - „უფალო შეგვიწყალენ“  (6 ქულა).
გუნდის  წევრები  ხელმძღვანელებთან  ერთად  მოილოცავენ  საქართველოს  ერთ-ერთ  ეპარქიას.

 

 


უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი

I ადგილი

ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის გუნდი - „მოწყალე სამარიტელი“   (20 ქულა).
გუნდის წევრები ხელმძღვანელთან ერთად მოილოცავენ წმინდა მიწას.

 

II - III ადგილი

 

ქ. რუსთავის N18-ე საჯ. სკოლის  გუნდი  -  „ჯვარი ვაზისა“ (18 ქულა);  ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის  გუნდი  „თაბორი“ ( 9 ქულა).
გუნდის წევრები ხელმძღვანელებთან ერთად მოილოცავენ ტაო-კლარჯეთს.

 

IV-VII ადგილები

 

საგარეჯოს N4 საჯ. სკოლის გუნდი  -„ბეთლემი“ (8 ქულა);  N191-ე საჯ. სკოლის გუნდი  - „ქრისტეს გზა“ (4 ქულა);   თიანეთის N2 საჯ. სკოლის გუნდი   - „ემანუელი“ (2 ქულა).


გუნდის  წევრები ხელმძღვანელებთან ერთად მოილოცავენ საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას.


ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი უფროსი ასაკის სასკოლო გუნდებს შორის

ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი უმცროსი ასაკის სასკოლო გუნდებს შორის



ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ნახევარფინალური თამაში

2015 წლის 13 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ნახევარფინალური თამაში. მონაწილეობდნენ უმცროსი ასაკის თბილისის სასკოლო გუნდები: „ალილო“ - №51-ე საჯარო სკოლა; „მრწამსი“ - №215-ე საჯარო სკოლა; „ქრისტეს გზა“ -№191-ე საჯარო სკოლა; თამაში დასრულდა შემდეგი შედეგით: I ადგილი – გუნდი „ქრისტეს გზა“ (6 ქულა) ; II ადგილი – გუნდი „ალილო“ (4 ქულა); III ადგილი – „მრწამსი“ (1 ქულა). ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მე-7 წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. უმცროს ასაკობრივ სასკოლო გუნდებს შორის ფინალი გაიმართება 23 მაისს. უფროს ასაკობრივ სასკოლო გუნდებს შორის ფინალი გაიმართება 30 მაისს. ინტელექტუალური კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობნენ საქართველოში არსებული სკოლები და სასულიერო გიმნაზიები. ამ ეტაპზე, ნახევარფინალური თამაშები მიმდინარეობს მთელ საქართველოში. ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ კონკურში გამარჯვებული გუნდები გაემგზავრებიან წმ. მიწის მოსალოცად იერუსალიმში. II და III ადგილზე გასული გუნდები ისტორიული ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VII ადგილებზე გასული გუნდები კი, საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ.

 


 

კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ კენჭისყრა


იმის გამო, რომ ზოგიერთ საგანმანათლებლო რესურსცენტრს გარკვეული მიზეზების გამო დროულად ვერ მიეწოდა „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ კონკურსის სასკოლო ეტაპის შესახებ ინფორმაცია, განაცხადების მიღება გაგრძელდება 28 ნოემბრის ჩათვლით.

ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

2 0 1 4

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი,  განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას   ინტელექტუალური კონკურსის `ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას~ სასკოლო ეტაპისთვის.

•    მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;

•    კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;

•    თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;

•    თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;

•    მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.

•    ჩემპიონატი გაიმართება ხუთ ეტაპად:

1. სასკოლო;

2. სარაიონო;

3. ზონალური;

4. ნახევარფინალი;

5. ფინალი

ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას (იხ. კონკურსის დებულება).

•    თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) გუნდის სახელწოდება;

ბ) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;

გ) გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემები;

დ) გულშემატკივართა  მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);

ე) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 - ძველი და  25 - ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).

წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7);  2. (მთ. 3; 19);  3. (I მეფ. 5; 12)

4. (აპოკ. 4; 7) და ა.შ.

განაცხადები მიიღება 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 11.00 დან - 18.00  საათამდე,  როგორც წერილობით, ასევე  ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართი:

e-mail:   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით კონკურსის კოორდინაოტორს, ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

მისამართი: ქ.თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge

 

 

საკონტაქტო ნომერი: 557 129 929; 591 000 778 თინათინ ჯაფარიძე

 

 SemoqmedebiTi