2015 წლის 13 ივლისს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ემიგრანტი პოეტის მარინა ყიფიანი-მაისურაძის მესამე წიგნის - „ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში“ წარდგინება. ღონიძიების ორგანიზატორია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემია. წიგნის - „ჩახედეთ ემიგრანტს თვალებში“ რედაქტორია თამარ სეფაშვილი. ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი. პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს: გულნაზ ხარაიშვილმა, ქეთევან გაბრუაშვილმა, ლამზირა შეყილაძემ, ანა ბეღელაძემ, ნათია ბაღუაშვილმა, ნიაკო კვანჭილაშვილმა, ნატალია ზაქარეიშვილმა, თამარ ჯაჭვაძემ, სერგი ლომაძემ, დავით ტიგინაშვილმა, ანა ბეინაშვილმა, ქეთევან ჭარელიშვილმა და სხვ.

 

 SemoqmedebiTi