2015 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დარბაზში გაიმართა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ანსამბლების - "ლაზარესა" და "იავნანას" საქველმოქმედო სოლო - კონცერტი. კონცერტზე ანსამბლებმა შეასრულეს საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. დაიდგა შესაწირი ყუთები. შეგროვდა თანხა, რომელიც გადაეცემა 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის ოჯახს.

 

 SemoqmedebiTi