2015 წლის 23 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეფუტკრეობის კოლეჯში სწავლის მსურველთათვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ფუტკრის ორგანიზმში არსებული ჯირკვლების დანიშნულება. ფუტკრის საკვები და მისი მნიშვნელობა. სასქესო ორგანოების დახასიათება. ბუნებრივი განაყოფიერება“. საუბარი წარმართა აგრო განვითარების ჯგუფის და მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფის - „ფუტკარი“ კონსულტანტმა დარეჯან ბალიაშვილმა. შემდეგი ლექცია გაიმართება 2015 წლის 24 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე, თემაზე: „ფუტკრის განვითარების ბიოლოგიური ციკლი და ვადები. ბუდე და ფიჭების მშენებლობა. ფიჭის უჯრედების სახეები. თაფლის და ჭეოს განლაგება ბუდეში. სადედები, მისი ჩამოშენების პერიოდები, განლაგების ადგილი და განმასხვავებელი ნიშნები “. მომდევნო ლექციები გაიმართება: 12:00 სთ-ზე - 26 ივნისს. 19:00 სთ-ზე - 26 ივნისს. 12:00 სთ-ზე - 1,2, 6,7,8,13,14,15 ივლისს. 19:00 სთ-ზე - 1, 2, 6,7,8,13,14,15 ივლისს.

 

 SemoqmedebiTi