2015 წლის 19 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეფუტკრეობის კოლეჯში სწავლის მსურველთათვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ფუტკრის ოჯახის ბიოლოგია, ოჯახის შემადგენლობა, დახასიათება და ფუნქციები. ფუტკრის გარეგანი აღწერილობა, სხეულის ნაწილები, მათი ფუნქციები და აგებულება. საცვილე ჯირკვლები, მათი განლაგება, სანესტრე აპარატი, შხამის ჯირკვალი და მისი როლი“. საუბარი წარმართა აგრო განვითარების ჯგუფის და მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფის - „ფუტკარი“ კონსულტანტმა დარეჯან ბალიაშვილმა. შემდეგი ლექცია გაიმართება 2015 წლის 23 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე, თემაზე: „ფუტკრის ორგანიზმში არსებული ჯირკვლების დანიშნულება. ფუტკრის საკვები და მისი მნიშვნელობა. სასქესო ორგანოების დახასიათება. ბუნებრივი განაყოფიერება“. მომდევნო ლექციები გაიმართება: 12:00 სთ-ზე - 24, 26 ივნისს. 19:00 სთ-ზე - 24, 26 ივნისს. 12:00 სთ-ზე - 6,7,8,13,14,15 ივლისს. 19:00 სთ-ზე - 6,7,8,13,14,15 ივლისს.

 

 SemoqmedebiTi