2015 წლის 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი. მონაწილეობდნენ უფროსი ასაკის სასკოლო გუნდები: „უფალო შეგვიწყალენ“ - სსიპ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა, „ ჯვარი მძლეველი“ - ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა, „XI-ე ჟამის მუშაკნი“- ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა, „კარიბჭე“ - სპს. „ლევან შავლაყაძე“, ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია, „ალილუია“- ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4-ე საჯ. სკოლა, „ჯვაროსნები“ - სენაკის რაიონის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა, „სტიქაროსნები“ - ქ. თბილისის N191-ე საჯ. სკოლა. ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონკურსო პროგრამების კორდინატორი თინათინ ჯაფარიძე. ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „ჯვაროსნები“ - სენაკის რაიონის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა (27 ქულა). II ადგილი -„ალილუია“- ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4-ე საჯ. სკოლა (26 ქულა). III ადგილი - „სტიქაროსნები“ - ქ. თბილისის N191-ე საჯ. სკოლა (24 ქულა). IV-VI ადგილები შესაბამისად, შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს: „კარიბჭე“ - სპს. „ლევან შავლაყაძე“, ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია (19 ქულა), „XI-ე ჟამის მუშაკნი“- ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა (17 ქულა), „ ჯვარი მძლეველი“ - ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლა (6 ქულა), „უფალო შეგვიწყალენ“ - სსიპ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა (6 ქულა). I ადგილზე გასული გუნდი - „ჯვაროსნები“ (სენაკის რაიონის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა) წმ. მიწის მოსალოცად გაემგზავრება. II და III ადგილზე გასული გუნდები -„ალილუია“ (ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4-ე საჯ. სკოლა) და „სტიქაროსნები“ (ქ. თბილისის N191-ე საჯ. სკოლა) ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VI ადგილებზე გასული გუნდები კი, საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან. ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეშვიდე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. ინტელექტუალური კონკურსის მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობენ საქართველოში არსებული სკოლები და სასულიერო გიმნაზიები.

 

 SemoqmedebiTi